შალვა პაპუაშვილი სენატში მოსმენაზე - ასეთ პოლიტიკურ დონეზე მოხდა ხაზგასმა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, წერტილი

სენატში ხაზი გაუსვეს, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დასავლურ კურსს ადგას მყარად და მათ შორის, სხვათა შორის, ხაზი გაუსვეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლს ამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, სენატში გამართული მოსმენის ძირითადი პათოსი იყო, რომ ყველა უნდა გამოვიდეს ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ აშშ-ის სენატი იზიარებს ეუთო/ოდორის დასკვნას არჩევნებზე. ამასთან პაპუაშვილის თქმით, პირველად მოხდა, რომ ასეთ პოლიტიკურ დონეზე მოხდა ხაზის გასმა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი.

"ხაზი გაუსვეს, რომ “ქართული ოცნება” 2012 წლიდან დასავლურ კურსს ადგას მყარად და მათ შორის, სხვათა შორის, ხაზი გაუსვეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლს, რომ “ქართული ოცნება” ადგას სწორედ დასავლურ, ევროპული ინტეგრაციის და ნატოსთან ინტეგრაციის კურსს და ბოლოს, თქვეს, რომ ცარიელი სკამები პარლამენტში არის ის საქმე, რომელიც აწყობს რუსეთს. ის, რომ ნიკა მელია არ იხდის გირაოს და არ გამოდის საპატიმროდან, ამით აკეთებს რუსულ საქმეს ნამდვილად. ჩვენ გუშინ მოსმენის დროს ვნახეთ, ერთი მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების, სენატორების პოზიციები. ზოგადი განწყობა რაც იყო, რომ შევხედოთ, მე მგონი პირველად მოხდა, რომ ასეთ პოლიტიკურ დონეზე მოხდა ხაზგასმა, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, წერტილი,"- აცხადებს პაპუაშვილი.

რაც შეეხება შეფასებას, რომ მელიას დაპატიმრება დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, პაპუაშვილის თქმით, უმრავლესობას ესმის, რომ მსგავსი ვითარება საქართველოს კარგი რაკურსით არ წარმოადგენს უცხო ქვეყნებთან.

"ჩვენ თვითონაც ვსაუბრობთ იმას, რომ ეს სიტუაცია რომ კარგ სურათს არ შექმნიდა და სხვა ქვეყნებიდან საქართველოს კარგი რაკურსით არ წარმოაჩენდა, სწორედ ამიტომ იყო რომ განსჯის საკითხი იყო უმრავლესობაში, როცა იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე ვმსჯელობდით, მაგრამ ის რომ კანონი დაირღვა და ამ დროს საჭიროა რეაგირება, აქ კითხვის ნიშანი საერთოდ არ არსებობს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა