ფიქრია ჩიხრაძე - როცა მედიაციის პროცესი ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარეობს და ამ დროს ევროკავშირის ელჩი თანამდებობას ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო მოვლენაა

ჩვენი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, უფრო და უფრო გვაშორებს ევროპულ არჩევანსაც და ევროატლანტიკურ ორიენტაციასაც“,-ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვების თაობაზე ნატალი საბანაძის გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, მედიაციის პროცესის დროს ნატალი საბანაძის მიერ თანამდებობის დატოვება ნიშნავს, რომ „საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე“.

„როდესაც მედიაციის პროცესი ევროკავშირის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და ამ დროს ევროკავშირის ელჩი ტოვებს თანამდებობას, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე, მით უფრო, ნატალი საბანაძე ამას აფასებს, რომ მხოლოდ სიტყვა არ არის საკმარისი და აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, ეს უკვე ცხადია რაზე მიანიშნებს.

ჩვენს ხელისუფლებასთან სწორედ ეს პრეტენზია გვაქვს. ჩვენ კონსტიტუციაშიც ცხადად გვიწერია, რომ ჩვენ კურსი არის დასავლური, თითქოს, ხელისუფლებაც ყველა ჯერზე დეკლალირებულად ამას ამბობს, მაგრამ საქმით რასაც ვაკეთებთ, საქმით, რაც ჩანს ჩვენი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, სულ უფრო და უფრო გვაშორებს ევროპულ არჩევანსაც და ევროატლანტიკურ ორიენტაციასაც“,-აცხადებს ჩიხრაძე.

ცნობისთვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, შეგახსენებთ რომ ევროპული საჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს