ლევან ნატროშვილი - იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი პარტია გაიზიარებს ვენეციის კომისიის შეხედულებებს და კანონპროექტებს გაიწვევს უკან

იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი პარტია გაიზიარებს ვენეციის კომისიის შეხედულებებს და ამ კანონპროექტებს გაიწვევს უკან, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება.

ნატროშვილის თქმით, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, სერიოზული პრობლემა იქნება და პოლიტიკურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„ვენეციის კომისიამ სრულიად გაიზიარა ის მოსაზრებები, რაც ჩვენც გვქონდა გამოხატული ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით და იგივე არგუმენტები მოიყვანა ამ კანონპროექტების დასაწუნად სწორედ, რაც თვალსაჩინო იყო. ორივე ნაწილში, დაფინანსების შეწყვეტის ნაწილში და ასევე, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის ნაწილში, მიიჩნია როგორც არაპროპორციული ზომები პარტიების წინააღმდეგ და მათი აზრით, შემოთავაზებული კანონპროექტები არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ქვეყნებში არსებულ კარგ პრაქტიკას და ასევე, საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. რეკომენდაცია არის, რომ გადაიხედოს კანონპროექტები და იმედს ვიტოვებ, რომ გაიზიარებს მმართველი პარტია ვენეციის კომისიის შეხედულებებს და ამ კანონპროექტებს გაიწვევს უკან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს იმისა, რომ ეს კანონპროექტები იყოს მიღებული”,- განაცხადა ნატროშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.

ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა