თენგიზ ცერცვაძე - ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან - ჩვენ, იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავედით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდება „ფაიზერით“ ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში.

როგორც ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინას, სახელმწიფო სიფრთხილეს იჩენს და ამ ვაქცინით მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში აიცრებიან. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოშო მოსახლეობის აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.

„მულტიპროფილური კლინიკები იქნა შერჩეული, ინფექციური არ არის მულტიპროფილური. ვემსახურებით ინფექციურ ავადმყოფებს. ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან. ჩვენები ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავიდნენ.

ჩვენთან „ასტრაზენეკას“ აცრა გრძელდება, რამეთუ მის შესახებ ყველაფერი ვიცით და ჩვენი რესურსი აბსოლუტურად საკმარისია, „ფაიზერისთვისაც“ საკმარისია, მაგრამ სახელმწიფო სირთხილეს იჩენს. ჯერ ცნობილი არ არის, რა გართულეები აქვს „ფაიზერს“, ამიტომ აირჩიეს მულტიპროფილური კლინიკები. ამასთან, „ფაიზერი“ ცოტაა, სულ 15 ათასი ადამიანის დოზაა. ის რომ ძალიან დაეფანტათ, არაეფექტური იქნებოდა. ამასთან, მას შენახვის სხვა სისტემა უნდა, ყველაფერი ამის გამო საბჭომ ოპტიმალურად მიიჩნია, რომ 6-7 კლინიკა იყოს ჩართული „ფაიზერით“ აცრაში, რაც სრულიად საკმარისია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან - ჩვენ, იმ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავედით - თენგიზ ცერცვაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო