„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” და საქართველოს სოლიდარობის ფონდი მხარს დაუჭერს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან განსაკუთრებული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მყოფი პირების დახმარებას და სათანადო ალტერნატიული რესურსების მოძიებას ნებაყოფლობით საწყისებზე.

ამასთან, მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარია-ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო