თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 კვირაში გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 კვირაში გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა. ცერცვაძის განმარტებით, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% უნდა აიცრას, თუმცა საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღწევად საჭიროა, რომ მოსახლეობის 80%-ს ჰქონდეს ანტისხეულები, კვლევის შედეგად კი ზუსტად დადგინდება რამდენ ადამიანს აქვს ვირუსის გადატანის შედეგად ანტისხეულები.

„ანტისხეულებზე კვლევის შედეგები იქნება დაახლოებით 2 კვირაში. ჩვენ ვიკვლევთ ანტისხეულებს იმ ადამიანებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ვისაც არ გადაუტანია კოვიდი, ყოველ შემთხვევაში არ იცის გადატანილი აქვს თუ არა. ბევრ მათგანს გადატანილი აქვს ასიმპტომურად და ვავლენთ, მოსახლეობის რა პროცენტს აქვს ანტისხეულები ისე, რომ მან არ იცოდა, რომ გადაიტანა კოვიდი. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი იცით?! ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ წლის ბოლომდე უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის 60-65%-ის ვაქცინაცია, სინამდვილეში, 60% არ არის საკმარისი, 80%-ია საჭირო, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 15% -ს გადატანილი ექნება და ისინი დაემატება იმ 65%-ს. რამდენს აქვს გადატანილი, 2 კვირაში გვეცოდინება,“- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა, რომლის შედეგები 4 თვეში გახდება ცნობილი.

„ჯერ 20 დღეა რაც კვლევა მიმდინარეობს, ამიტომ შედეგებზე ლაპარაკი ზედმეტია. შედეგები რომ შევაჯამოთ, უნდა დამთავრდეს კვლევა, ან ნახევარი მაინც უნდა დამთავრდეს და ამას დაახლოებით 4 თვე სჭირდება. ასე, რომ 20 დღე ძალიან ცოტაა და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, არ ვიცი ეს რამდენად გვამართლებს, მაგრამ ვაქცინაციაზე გადატანილია ახლა მთელი ყურადღება, მათ შორის, ჩვენი შტატის და ერთგვარად ეს პოსტკოვიდური თემის აქტუალობა თითქოს ჩრდილში მოექცა, წინათ თუ ძალიან აქტიურობდნენ პაციენტები და ჩვენთან მოსვლის რიგები იდგა, ახლა ყველა მთლიანად გადართულია ვაქცინაციაზე, მის შესაძლო შედეგებზე და კვლევაში ჯერჯერობით დღეში რამდენიმე ავადმყოფი ერთვება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ თვის ბოლოდან ამ ვაქცინაციის ბუმი ჩაცხრება, საკითხი გადაწყდება ან დადებითად, ან უარყოფითად და კვლევა განახლდება მთელი ძალით. ჯერჯერობით ჩვენ გვყავს 30 პაციენტი,“- განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 2 კვირაში გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს