თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არცერთ ქვეყანაში უშუალოდ ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტი არ კეთდება.

„პროტოკოლში არ წერია, რომ ვაქცინირების წინ პიროვნებამ ტესტი უნდა გაიკეთოს. ესეც არ არის საიმედო. ახლა იყო შემთხვევა, როდესაც ტესტი გაიკეთა, ჩაიტარა ვაქცინა და მეორე დღეს აღმოაჩნდა კოვიდი, ტესტი ინკუბაციურ პერიოდში არ უჩვენებს დადებით პასუხს. როდესაც დაავადება სიმპტომური ხდება და იწყება, მაშინ უნდა გაუკეთო. მაშინ რა გამოდის, ვაქცინის გაკეთების დღეს უნდა გაუკეთო ტესტი, ეს კი არცერთ ქვეყანაში არ ხდება“,- განაცადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ახალციხეში გარდაცვლილ ექთანს, ვაქცინაციის მომენტში კორონავირუსი ჰქონდა და ანაფილაქსიური შოკიც ამის გამო განუვითარდა, ცერცვაძე ამბობს, რომ კოვიდი ანაფილაქსიურ შოკს არ გამოიწვევდა.

„კოვიდს შეეძლო გამოეწვია ცხელება, თვითონ კოვიდის გამწვავება. ანაფილაქსიურ შოკთან კოვიდს კავშირი არ აქვს. ამასთან, ექსპერტიზას არ დაუდასტურებია, რომ მას კოვიდი ჰქონდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ვაქცინაციის წინ კორონავირუსზე ტესტი საიმედო არაა, რადგან ვირუსის ინკუბაციურ პერიოდში დადებით პასუხს არ აჩვენებს - ცერცვაძე

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული