თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ასეთი პასიურობა შენარჩუნდება, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს

არ იქნება კარგი თუ ყველა აირჩევს „ფაიზერს“, მაგრამ რა ვქნათ, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანის ნების გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში „ფაიზერის“ ვაქცინა სწრაფად ამოიწურება და დანარჩენი მოსახლეობა მაინც იძულებული გახდება „ასტრაზენეკას“ ან ჩინური ვაქცინით აიცრას.

„ფაიზერი“ გაიხარჯება ძალიან ჩქარა, მერე მაინც „ასტრაზენეკა“ დარჩება და დანარჩენები უბრალოდ იძულებული იქნებიან, „ასტრაზენეკათი“ აიცრან, ან ჩინურით აიცრან ან დაელოდონ, ივნისში „ნოვოვაქსი“ შემოვა და იმით აიცრან,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვაქცინაციაზე დაბალი მოთხოვნის ფონზე, ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო დაიწიოს ასაკობრივი კატეგორია და ყველას მიეცეს აცრის საშუალება, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ თუ ასეთი პასიურობა შენარჩუნდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაოც გახდეს.

„ორი საბჭოა -ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 25 მარტიდან, როგორც მედიცინის მუშაკებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის გააკეთონ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში