ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მათ არ აქვთ დღეს უნარი მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით

მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი, მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის აქციები ვერ და არ იქნება ზეწოლის იარაღი „ქართულ ოცნებაზე“ .

„დაანონსებული აქცია, მე ვფიქრობ, აცდენილია იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც საქართველოში არის მნიშვნელოვანი - ეს არის პირველ რიგში სწორედ მოლაპარაკება, დიალოგი, რომლის საბოლოო მიზანი და ეს უკვე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველა დონეზე და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და ყველა ფორმატში აღნიშნეს, უნდა გახდეს მათი შემოსვლა პარლამენტში, საპარლამენტო ცხოვრების გაშლა და ყველა იმ პრობლემებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გაგრძელებისათვის. გამომდინარე აქედან, ამ ხუთი თვის გამოცდილებამაც დაანახა ყველას და იმედია, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციასაც, რომ ქუჩის აქციები არ არის მოთხოვნადი პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის, ისინი არ თვლიან, რომ ამ აქციებს რაიმე აზრი გააჩნია და რაიმე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს, ეს აქციები ვერ და არ იქნებიან ზეწოლის იარაღი „ქართულ ოცნებაზე“ .

ეს აქციები არანაირად არ განიხილება ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მედიატორების მხრიდან რაიმე კონსტრუქციულობის მატარებლად, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი, რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით.

რა თქმა უნდა, როდესაც შენ მოლაპარაკებების პროცესში არ ხარ კონსტრუქციულად განწყობილი, ეს ყველასთვის კარგად არის უკვე ცნობილი და ამაზე საერთაშორისო დონეზეც უკვე განცხადებებიც ღიად არის გაკეთებული. როცა ამას კიდევ აქ, ადგილზე უმატებ ამ არეული ვითარების შექმნას, რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის, დიალოგის ფონს აფუჭებს და აქედან გამომდინარე, ეს არის თავიდან ბოლომდე კონტრ-პროდუქტიული. ეს 15 მაისიც დააანონსეს იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული საქციელით, რაიმე ზეწოლას მოახდენენ. ეს ერთგვარად ამ კარვების ქალაქის შენარჩუნების დედლაინიც არის, რომ 15 მაისის აქციისთვის ინარჩუნებენ ამ კარვებს, რომელიც სინამდვილეში რეალურად არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა რომ ამახინჯებს ფონს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს