თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირმა“ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირმა“ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის პრეპარატი დაახლოებით 200-მა პაციენტმა გამოიყენა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ექიმი „რემდესივირის“ მიმართ ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდა.

„რემდესივირის“ 4000 ფლაკონი იყო, მაგრამ 600 ადამიანის დოზა. სამწუხაროდ, 200-მდე ავადმყოფმა მიიღო „რემდესივირი“. „რემდესივირმა“ უჩვენა იმაზე ბევრად კარგი შედეგი, ვიდრე მოველოდით. „რემდესივირს“, საჩხერე, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბევრი კლინიკა იყენებს და ყველა არის კმაყოფილი. ავადმყოფები მეგობრებს ურჩევენ, როგორც კი ავად გახდები „რემდესივირი“ გაიკეთეო. ცხელება ჰქონდათ, ჟანგბადის უკმარისობა, გაიკეთეს „რემდესივირი“ და მეორე დღიდან კარგად გახდნენ. მე პირადად ასე ვიყავი. სამწუხაროდ, ზუსტად ისე, როგორც ანტივაქსერული კამპანიაა, ასევე იყო ანტირემდესივირული კამპანია. ეს უკვე იყო უზნეობის პიკი, როდესაც ექიმები, რომლებსაც პრეტენზია და ამბიცია აქვთ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჯანმო-ს კვლევამ ვერ უჩვენა „რემდესივირის“ დადებითი ეფექტი, როდესაც სხვა ყველა კვლევამ უჩვენა დადებითი ეფექტი და ყველა მარეგულირების მიერ აღიარებულია. ესენი ამბობდნენ, რომ „რემდესივირი“ ეფექტური არ არის და ამის შემოტანაზე დახარჯული ფული წყალში გადაყრილიაო. პირდაპირ გვიპირისპირდებოდნენ ჩვენ. ეს იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, პირად ამბიციაზე და პირად ოპონირებაზე დაფუძნებული, რაც დაამტკიცა პრაქტიკამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი კლინიკა, რომელიც მოექცა იმ ექიმების გავლენის ქვეშ, დღესაც არ იყენებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა