დღეიდან, მეწარმეებს სავაჭრო პალატის ვებ-გვერდზე, გამზადებული ხელშეკრულებების ფორმების გადმოწერა შეეძლებათ

დღეიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, სავაჭრო პალატის ვებ-გვერდზე სერვისების ველში, პალატის მიერ გამზადებული, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმების გადმოწერა შესაბამისი ბმულის საშუალებით https://gcci.ge/ka/service/pro-forma-kontraktebi-22 შეეძლებათ.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმეებს მათი საქმიანობის განვითარებაში.

„მეწარმეები შეძლებენ გამოიყენონ კვალიფიციური იურისტების მიერ შემუშავებული ნასყიდობის, მომსახურების, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმები,რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და უზრუნველყოფს რესურსების დაზოგვას.

პროექტი საქართველოს სავაჭრო პალატის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-პალატის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო