დომინიკ რააბი - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების გზას საქართველოსთვის

დღეს დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალის შეხვედრაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მხარს დაუჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ხსნის გზას ნატო-ს წევრობისკენ, მათ შორის, რუსული აგრესიის წინაშე მდგარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დომინიკ რააბმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეებს ერთად დასხდნენ და განიხილონ, თუ რა ღირებულება აქვს ალიანსს დღევანდელ სამყაროში, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოები იმ ავტორიტარული სახელმწიფოების თუ არასახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე დგანან, რომლებიც კიბერთავდასხმებსა და სხვა ტექნოლოგიებს წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის საბოტირების მიზნით იყენებენ.

„გაერთიანებული სამეფო, როგორც თავდაცვისა და დიპლომატიის კუთხით უდიდესი პოტენციალის მქონე წამყვანი სახელმწიფო, სრულად უჭერს მხარს ნატო-ს, რომელიც წარმოადგენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მძლავრ შემაკავებელ მექანიზმს და ასევე, მტკიცე და ერთიან პოლიტიკურ ბასტიონს მოსკოვის მადესტაბილიზებელი ქმედებებისგან თავდასაცავად“, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს