გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დღეს მსჯელობაა იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სენატში მსგავსი საკომიტეტო მოსმენა აქამდე არასდროს ყოფილა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში, საზოგადოებამ ეს უნდა გამოიყენოს და ეცადოს, რომ მსგავსი გარე ზეწოლა, შიდა პროტესტთან ერთად, გახდეს ფაქტორი, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და დროზე მოვიდეს გონს“.

„არც მე მახსოვს და არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავსი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო. ერთადერთი, რასაც შემიძლია შევადარო, თუმცა გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ „ვარდების რევოლუციამდე“, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.

ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ სკომიტეტო მოსმენები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, როგორ წავა საქართველო წინ - ნატო-ში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.

თუმცა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით მსჯელობა არის იმაზე, როგორ მიაქანებს უფსკრულისკენ ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია! ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ეს ფაქტორი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბოლომდე არ შეტოპოს და გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს