საქართველოს ეროვნული ბანკი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking Awards-ის მიერ 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დასახელდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ნომინაციაში გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს ჩენტრალ Central Banking Awards-ის ეროვნული ბანკისთვის უკვე მეორე ჯილდოა. 17 მარტს Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკადაც აღიარა.

დაჯილდოების კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეზერვების მართვის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე, გასულ წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დროული და ეფექტიანი ნაბიჯები.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევების მსოფლიო აღიარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რისკების მართვის სფეროში, მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების დანერგვის შედეგია.

დაჯილდოების ცერემონია, Central Banking- ის "საზაფხულო შეხვედრების" ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.

იხილეთ: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4178

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს