ნათია თურნავა - „ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით“ მიზნად ვისახავთ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ქართული ეკონომიკის, ეროვნული წარმოების სამსახურში ჩავაყენოთ და ექსპორტზეც გავიტანოთ

„ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტით გვსურს, ჩვენს სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ინსტიტუტებში დაგროვილი იდეები, გამოგონებები, ახალი ტექნოლოგიები, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მოსაზრებები რეალურ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ და სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროექტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ მოხდეს ჩვენს მეცნიერებაში წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის წამოწევა და მეორე, მოხდეს ადგილობრივი წარმოებისა და ადგილზე გამოყენების ხელშეწყობა.

„ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი წამოვიწყეთ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში და იმედი მაქვს სულ მალე იქცევა კონკრეტულ წარმოებებად, კონკრეტულ პროდუქტებად. ეს შეეხება ბიოტექნოლოგიებს, საკვებ ინდუსტრიაში, ფარმაცევტიკაში ახალ ქართულ გამოგონებებს, მეტალურგიას, წიაღისეულის გამოყენებას და გადამუშავებას. საბოლოო ჯამში მიზანია, რომ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი ჩავაყენოთ ქართული ეკონომიკის , ქართული ეროვნული წარმოების სამსახურში და რა თქმა უნდა, ექსპორტზეც გავიტანოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია.

ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო