რუსული მედია - საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის მომხდარ ჩხუბს მკვლელობა მოჰყვა

საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის კონფლიქტს მკვლელობა მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეკომპანია „360“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საქართველოს სამხედრო გზასთან ახლოს მოხდა და კონფლიქტში ჩართული ადამიანები არც რუსეთის და არც საქართველოს მოქალაქეები არიან.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ქართველი გამომძიებლები ჩავიდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა