ნათია თურნავა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში (TTPP) შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის ხანგრძლივობა კი სამი წელია.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები შეირჩა. კერძოდ, პროექტები, რომლებიც არის ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომერციალიზაციის გეგმებიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, მათ ინდუსტრიულ პარტნიორებთან წარსადგენად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 74 საპროექტო განაცხადიდან მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიების შესწავლას ბიზნესის, ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში, 13 პროექტი გადავიდა. აღნიშნულიდან კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია შეირჩა. მათი განვითარებისთვის კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები შემუშავდა. თითოეულ პროექტზე, სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ტექნოლოგიის ლიცენზირების ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით. პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: AIRBUS-ი, Airbus Helicopters-ი, Naval Group-ი CAOSA, MMC-ი და სხვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს