ანრი ოხანაშვილი - რაც არ უნდა რუსთაველზე ირბინონ და ივარჯიშონ, ხალხის ნდობა ოპოზიციის მიმართ ძალიან დაბალია

რუსთაველზე ირბინონ, თუ უნდათ, ივარჯიშონ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ხალხის ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან 15 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ჩატარება კონსტიტუციით დაცული უფლებაა, თუმცა, ოპოზიციას ხალხი ქუჩაში არ გაჰყვება.

"ამ გვარების მიერ დაორგანიზებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ? როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში? 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს, მას როგორ შეიძლება ვინმე გაჰყვეს? რა უნდა გააპროტესტოს ბიუჯეტის ქურდთან ერთად, რუსთაველზე რა უნდა გააპროტესტოს ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? მათი ეს სურვილი, რომ აქცია ჩაატარონ, კონსტიტუციით იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. თუმცა, არანაირი რესურსი ამ ხალხს არ გააჩნია, რომ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმური პროტესტი და ვინმე შეუერდეს მათ. რაც არ უნდა მათ რუსთაველზე ირბინონ, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ხალხის ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა