მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მასიეჟ ცურას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის განვითარება. განიხილეს თუ რა სტიმულირების მექანიზმები უნდა შეიქმნას, რათა ქვეყანაში განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკა და ხელი შეეწყოს ბიზნესს, რომ საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები წარმოებაში გამოიყენონ.

„სტუმრებთან ასევე ვისაუბრეთ ქალაქებში გარემოსდაცვით ინტეგრაციაზე, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტის თაობაზე. განვიხილეთ წიაღისეულის მართვის პროცესში გარემოსდაცვითი საკითხები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირთან პარტნიორობით კომიტეტს დახმარებას გაუწევს, რომ განხორციელდეს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული კანონების მოთხოვნები“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო