მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისი კანდიდატურა ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე განიხილება

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისი კანდიდატურა ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე განიხილება.

„აღნიშნულ საკითხს არ განვიხილავ, არ განიხილება, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვსულიყავი საქართველოში, შევერთებოდი „ქართულ ოცნებას", ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მუშაობა გამეგრძელებინა თბილისიდან, საქართველოდან. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ და არ განიხილება,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, ნატალი საბანაძემ ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო