გიგი წერეთელი - გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია

გუშინ ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სენატორების განცხადებებზე მმართველი გუნდის შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების 90%-ზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და მას შეუძლია „ეს ჯაჭვი გაარღვიოს“.

„მაწუხებს ტყუილი, რომელსაც ვისმენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ვიღაცებს ყურები დაახიეს. გუშინ ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს, მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია. წარმოუდგენელია ასეთი პოლიტიკური სიბეცე. როდესაც პასუხისმგებლობებზეა საუბარი, 90% ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ხელისუფლებას შეუძლია ეს ჯაჭვი გაარღვიოს, შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და დაიწყოს თუნდაც იმით, რომ მელია გაათავისუფლოს“,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს. „ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია“,- განაცხადა ზარქუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს