გიორგი სიორიძე - ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა „ქართულ ოცნებას" აკადემიური დიპლომატიით „სილა გააწნა"

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა „ქართულ ოცნებას" ჩვეული აკადემიური დიპლომატიით „სილა გააწნა" და სარჩევნო კოდექსში, პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასა და უფასო საეთერო დროის უფლების ჩამორთმევას ეხება, მწვავედ გააკრიტიკა, - ამის შესახებ “ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

„ქართულმა ოცნებამ" მიმართა ამ ევროპულ ინსტიტუტებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესაფასებლად, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, უპირატესად კი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. თებერვალში „ლელოს" ჰქონდა კომუნიკაცია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ექსპერტებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ევროპელ მეგობრებს კარგად გავაცანით ის პოლიტიკური და სამართლებრივი სინამდვილე, რომელიც საკითხის გარშემო არსებობს. „ოცნებას" გაგზავნილი ჰქონდა მხოლოდ ნაწილობრივი თარგმანი ცვლილებათა პაკეტისა, თუმცა ჩვენ ექსპერტები უზრუნველვყავით იმ დამატებითი მასალებით, რომელთა მეშვეობითაც მათ შეძლეს სრული სურათის დანახვა. ხაზგასმის ღირსია ის, რომ პარტიები მონაწილეობენ ხალხის ნების ჩამოყალიბებაში და ეს ხდება არა მხოლოდ საპარლამენტო დონეზე. შესაბამისად, გაუმართლებელია საპარლამენტო საქმიანობასთან დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის მიბმა, რომელიც არა პარტიის ჯილდო, არამედ მისი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი საშუალებაა.

ამასთან, პოლიტიკური ბოიკოტი პირდაპირაა კანონმდებლობით რეგლამენტირებული და ეს არ შეიძლება გაიგივდეს საპარლამენტო საქმიანობის „საბოტაჟთან", როგორც ამას ცვლილებათა პაკეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ (რომლის თარგმანის გადაგზავნაც საჭიროდ არ ჩათვალა ხელისუფლებამ, თუმცა ჩათვალა და განახორციელა „ლელომ"). საერთო ჯამში, პროექტი შეფასდა როგორც „არაპროპორციული და დაუსაბუთებელი". ეს სამართლებრივი შეფასება კი პოლიტიკურად ითარგმნება, როგორც პოლიტიკური შანტაჟისა და ოპონენტების დასჯის ბერკეტის შექმნის მცდელობა”, - აღნიშნავს სიორიძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა