მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ადგილზე გავა სამუშაო ჯგუფი მეწყრულ ზონას გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს. ყველა სიახლეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ“, - განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაო ჯგუფი მეწყრული პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა და მის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შედიან.

იხილეთ ვიდეო:მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო