შსს ე.წ. აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვლილია 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი.

უწყების ცნობით, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

“მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი - ს.ც.

გამომდინარე აქედან, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

საქმეს მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა