თორნიკე შარაშენიძე - სენატში კრიტიკა იყო, მაგრამ მთავარი მესიჯი, რომელსაც ოპოზიცია ელოდებოდა, რომ ივანიშვილი პრორუსულია, ვერ მოვისმინეთ - შეხვედრა დასრულდა 1-1

ოჯახურ დავას ვეძახი მე ჩხუბს ქართველ პოლიტიკოსებს შორის, - ბავშვებს შორის დავა მიდის და დედიკომ, ანუ, ევროკავშირმა ეს დავა ვერ მოაგვარა და ახლა მამიკო, ანუ ამერიკაც ჩაერთო, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, ამერიკის ჩართვამ სიტუაცია, შესაძლოა შეცვალოს, თუმცა მათ ჯერჯერობით არ იციან რა უნდა გააკეთონ.

მისივე შეფასებით, აშშ-ის თვალში ორივე მხარეს - ოპოზიციას და ხელისუფლებას პრობლემები აქვს.

“ჩხუბს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ოჯახურ დავას ვეძახი - ბავშვებს შორის დავა მიდის და დედიკომ, ანუ, ევროკავშირმა ეს დავა ვერ მოაგვარა და ახლა მამიკო ჩაერთო, ანუ ამერიკაც ჩაერთო. ვნახოთ, მამიკო რამდენ ხანში მოაგვარებს. მე სამწუხაროდ, არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი იმიტომ, რომ ფაქტია ვაღიაროთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა მაინც საბოლოო ჯამში უნდა განვიხილოთ “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის ბრძოლად, რომელთაც ერთმანეთი ვერ აუტანიათ და ერთმანეთის განადგურებაზე ოცნებობენ და სანამ ეს მიზანი არ მოიშლება, რომ მეორე მხარე გაანადგურონ, მე მგონი, კომპრომისის გამოძებნა არ იქნება მარტივი. ევროკავშირი ამას ვერ ახერხებს მარტივად იმიტომ, რომ ევროკავშირი არ აპირებს ცხადია, რომ გაგვიწყვიტოს უვიზო ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სანქციებს ცხადია არ შემოიღებს და ახლა ამერიკამ რა შეიძლება ქნას? - ოპოზიციას იმედი ჰქონდა ალბათ, რომ ამერიკა ძალიან აუწევდა ყურს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ მოხდა აშკარად. მართალია კრიტიკა იყო, მაგრამ მთავარი მესიჯი, რომელსაც ელოდებოდა ოპოზიცია, რომ პრორუსულია ივანიშვილი და ა.შ., ეს გუშინ ჩვენ ვერ მოვისმინეთ, პირიქით იყო საუბარი იმაზე, რომ აი საქართველო ერთგული რჩება ნატოში ინტეგრაციის და თავდაცვის სამინისტრომ ამ მხრივ კარგი სამსახური გასწია. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი შეხვედრა დასრულდა 1-1, ან 2-2 ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბრძოლა. შეიძლება ამერიკის ჩართვამ სიტუაცია შეცვალოს განსხვავებით ევროკავშირისგან იმიტომ, რომ ამერიკას უფრო უწევენ ანგარიშს ორივე მხარე, მაგრამ ჯერჯერობით ამერიკამ მგონია, რომ არ იცის რა უნდა ქნას, როგორ უნდა ჩაერიოს, ანუ აქ ორივე მხარე ელოდება, რომ დატუქსონ ვიღაც, “ნაცმოძრაობა” ელოდება, რომ დატუქსონ “ოცნება” და “ოცნება” ელოდება, რომ დატუქსონ “ნაცმოძრაობა” - ჯერჯერობით ამერიკა მე მგონი ამასაც არ აპირებს იმიტომ, რომ მის თვალში ორივეს აქვთ პრობლემები”, - განაცხადა შარაშენიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს