ნინო ბურჯანაძე - ნატომ და ევროკავშირმა გვითხრეს, არ შეიძლება, ჩვენ უფრო გვაწუხებდეს საქართველოს რეფორმების ბედი, ვიდრე მოსახლეობას და პოლიტიკოსებსო, ცოტათი თავს თვითონ რომ მიხედოთ, არ გინდათო?

ჩემი პოლიტიკური ინტერესია, რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს ივანიშვილის ბოსტანი, ჩემი პოლიტიკური ინტერესია, რომ ქვეყანას 21-ე საუკუნეში არ მართავდეს ოლიგარქი , - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, თუ ოპოზიციამ გადაყლაპა 2021 წლის არჩევნები, 2024 წლის არჩევნებზე ხალხი საერთოდ აღარ მივა.

“ნატომ და ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ თქვენს მაგივრად ვერ მიგიღებთ ნატოში და ევროკავშირში, თქვენს მაგივრად რეფორმებს ვერ ჩავატარებთო და უფრო მეტიც სხვათა შორის, ძალიან დელიკატურად, მაგრამ მწარე რაღაც გვითხრეს, რომ არ შეიძლება ჩვენ უფრო გვაწუხებდეს საქართველოს რეფორმების ბედი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას და პოლიტიკოსებსო, ანუ გვითხრეს, რომ თქვენ თავს ცოტათი თქვენ თვითონ რომ მიხედოთ, არ გინდათო?! ჩემი პოლიტიკური ინტერესია, რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს ივანიშვილის ბოსტანი, ჩემი პოლიტიკური ინტერესია, რომ ქვეყანას 21-ე საუკუნეში არ მართავდეს ოლიგარქი და მისი ლაწირაკი შვილი და ამაზე მაღლა რა უნდა დავაყენო?! ივანიშვილმა 2013 წელს გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს გამიყალბა არჩევნები, 2020 წელს გამიყალბა არჩევნები, პარტიის დაფინანსება წამართვა, პირადად მე და ჩემს ოჯახს ებრძვის და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დავტოვო და გავჩერდე ამაზე?! წავიდე საქართველოდან და ივანიშვილს დავუტოვო საქართველო მხოლოდ?! რატომ?! ჩემი წილი საქართველოა აქ. ამას, რომ გააკეთებს დღეს ოპოზიცია და გადაყლაპავს 2021 წლის არჩევნებს, 2024 წლის არჩევნებზე საერთოდ ვეღარ შევა ოპოზიცია, არჩევნებზე ხალხი აღარ მოვა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა