ალეკო ელისაშვილი - სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?

სინამდვილეში არავისთვის ყურები არ აუწევიათ - იყო კეთილგანწყობილი, მეგობრული მაგრამ ძალიან კრიტიკული და ობიექტური განხილვა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სენატში საქართველოს შესახებ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილი სენატორების განცხადებებს საქართველოსთვის სამარცხვინოს უწოდებს. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, განხილვაზე გულწრფელი კითხვები დაისვა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ასრულებს თუ არა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებებს.

„გულახდილი კითხვები იყო, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, ემსახურება თუ არა ივანიშვილი რუსებს და ასრულებს, თუ არა ის ან „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებებს. ნაჯახივით კითხვები იყო. ფაქტია, მხარს უჭერენ საქართველოს, მაგრამ გვაძლევენ შენიშვნებს, გვეუბნებიან, მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემას, ქვეყანას მიხედეთ. ყველაზე სამარცხვინო კი, რაც გვესმის ის არის, რომ თქვენი პარტიული ინტერესის იქით დაინახეთ ხალხის ინტერესები. კიდევ რაც სამარცხვინო გვითხრეს ესაა - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთ, კორონავირუსს და ეკონომიკას როგორ ებრძოლოთ, უმუშევრობას რა უნდა მოუხერხოთ. ამას რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?“,- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა