გიორგი ამილახვარი - ნიკანორ მელიას ხელშია საპატიმროდან გამოსვლის გასაღები, ნუ ქმნის ხელოვნურად კრიზისს და ნუ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს

ნიკანორ მელიას ხელშია საპატიმროდან გამოსვლის გასაღები, ნუ ქმნის ხელოვნურად პოლიტიკურ კრიზისს და ნუ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიასთან დაკავშირებით არის წუხილი და ეს მდგომარეობა არც მათთვის არ არის სასურველი.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით არის განცხადებები, არის წუხილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს არის სხვადასხვა განცხადებაში ასახული და ჩვენ თვითონ ვამბობთ ღიად, რომ ეს არ არის სასურველი მდგომარეობა, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რომელიც კანონის აღსრულებას შეეხებოდა, რომელიც თავად ნიკანორ მელიამ შექმნა და თავად მის ხელშია ახლა საპატიმროდან გამოსვლის გასაღები, შესაბამისად, ნუ ქმნის ხელოვნურად ამ პოლიტიკურ კრიზისს და ნუ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, გადაიხადოს გირაო, გამოვიდეს გარეთ, გადადგას ოპოზიციამ ნაბიჯი შემოვიდეს პარლამენტში და დაასრულონ პრორუსული თამაში”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, დგება დრო როცა ოპოზიცია მოეგება გონს და სტრატეგიულ პარტნიორებს დაუჯერებს.

“ჩვენ ვიცით, რომ დანიელსონის ვიზიტი განმეორებით შედგება და გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი, მე მგონი უკვე დგება დრო, რომ ჩვენი ოპონენტები მოეგებიან გონს და კომპრომისად მხოლოდ იმას კი არ ჩათვლიან, რომ სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ დაიწყებენ სახელმწიფოებრივად აზროვნებას და მცირედით მაინც დაუჯერებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმ განცხადებებში, რაც გუშინ იყო და მე გარწმუნებთ, რომ ამ ე.წ. ხელოვნურად შექმნილი კრიზისის დასრულება შესაძლებელია ერთი შეხვედრით რამდენიმე საათში. ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელსაც არ სჭირდება რაუნდები და როგორც კი მოლაპარაკებების პროცესი ამა თუ იმ შედეგით დასრულდება ყველა საკითხი გასაჯაროვდება და გამოჩნდება თვალნათლივ, რომ “ქართული ოცნება” იყო და არის მზად წავიდეს კომპრომისზე, ოღონდ ერთადერთი წყალგამყოფი აქ რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ ჩვენ ვერ გადავდგამთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს, ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს კანონის უზენაესობას და რომელიც არ ეფუძნება სამართლებრივ პრინციპს”, - განაცხადა ამილახვარმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა