ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა

ბელგიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის პრევენციის მიზნით „ლოქდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხვალიდან ბელგიაში სკოლები, არასასურსათო მაღაზიები და სილამაზის სალონები 4 კვირით იხურება.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტი“ ქვეყანაში დომინანტური გახდა და საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია.

ცნობისათვის, ბელგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 849 090 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე 22 786 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა