რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს.

1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.

1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რადგან ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა