ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ვაქცინის გაკეთებამდე ანტისხეულების კვლევის სახელმწიფოს მიერ ჩატარების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არაა, თუმცა „თუ ადამიანს აქვს ინტერესი გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადატანილი, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს“.

„ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის არავითარი წინააღმდეგ ჩვენება არაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა