შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების თაობაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების თაობაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს უკვე წარედგინა და შესაბამისად, 29 მარტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.

საუბარია კონსტიტუციაში იმ ინიციატივების ასახვაზე, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და პარტია “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

რაც შეეხება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებას, აღნიშნული პროცედურის დაწყებას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა ჰყოფნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა