დავით ზალკალიანი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე - დოკუმენტი ფოკუსირებულია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ფოკუსირებულია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან და საერთაშორისო მექანიზმების წვდომასთან დაკავშირებით.

„წელს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ დამატებით 48 ქვეყნის თანასპონსორობა ამ რეზოლუციაზე. ეს გასათვალისწინებელია იმ პირობებში, რომ როგორც შარშან, ისე წელს, რეზოლუციის მიღების წინა პროცესი მიმდინარეობდა პანდემიის ფონზე. რაც გარკვეულწილად სირთულეებთან არის დაკავშირებული. ფიზიკურად ვერ ვაწარმოებდით კამპანიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტში არის ახალი ელემენტები.

„ამ რეზოლუციაში პირველად არის დაფიქსირებული ოკუპაცია, ასევე ის რომ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს ზალკალიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო