გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანი გამბედაობისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ვერ გაბედეს და თავი ვერ დააღწიეს იმ ბულინგს, რაც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“

კელი დეგნანი გამბედაობისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ვერ გაბედეს და თავი ვერ დააღწიეს იმ ბულინგს, რაც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება აუცილებელია, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად არის აღიარებული.

„კელი დეგნანის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებებში ჰქონდა ისეთი წინადადება შეთავაზებული, სადაც იყო რესურსი შეთანხმების. სწორედ ამიტომ მოუწოდებს გამბედაობისკენ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ვერ გაბედეს და თავი ვერ დააღწიეს იმ ბულინგს, რაც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“. ბოლო 5 თვის მანძილზე განსაკუთრებით დაამტკიცა ევროპის ყველა ინსტიტუციამ და ბოლოს უკვე აშშ-ის სენატმა, რომ ეს იყო წარმატებული 8 - წლიანი პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ და ამ პროცესის გაგრძელებისთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ იმ ფონზე, როცა აღიარებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად და აუცილებლად მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ - ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ განაცხადა, რომ მხარეებს აქვთ სურვილი ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა, ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა