“თიბისის” მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

„თიბისის“ მხარდაჭერით „Mova Jewelry“-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში აქცია ბიზნესის წარმატების წყაროდ.

„თიბისის“ მიერ შემოთავაზებული b2c პლატფორმა, საკმაოდ დეტალური განმარტებებით და ვიდეო ინსტრუქციებით, ძალიან მარტივად ასათვისებელი აღმოჩნდა. თიბისის წარმომადგენელი დაგვეხმარა საბანკო გადახდის სისტემის მიბმაშიც. ამ ყველაფერმა საქმე გაგვიადვილა და ძალიან მოკლე დროში შევქმენით ჩვენი ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღეებში წარმატებით ამუშავდა. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს მაქსიმალურად გავუმარტივეთ ონლაინ შოპინგი. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ხედავს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქტს, არჩევს სასურველ მოდელს და მიწოდების სერვისს. ჩვენ კი საიტის სისტემა, სხვა კომფორტის გარდა, მარაგების კონტროლის კუთხითაც გვეხმარება,“ - ამბობს „Mova“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ჯაოშვილი.

“ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი ნათია ვაჭარაძე.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ „თიბისის“ და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართაში მხარდაჭერას მოიცავს.

,,Mova Jewelry“ ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ.

„Mova Jewelry“-ს დახვეწილი დიზაინის მქონე, კომფორტულ ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და იყიდოთ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული აქსესუარების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც „Mova“ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგართმევთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა