თამარ გაბუნია - ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკასთან“ ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, „ფაიზერის“ ვაქცინა გამოჩნდება 18:00 საათზე. თუ რომელი პრეპარატით უნდა აიცრას მოქალაქე, არჩევანი გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის დაწყებამდე. როდესაც მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და აირჩევს „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“ შორის, გამოჩნდება განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები, ექვსი დაწესებულება „ფაიზერის“ არჩევნის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულებები რეგიონის მიხედვით „ასტრაზენეკას“ არჩევის შემთხვევაში. არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ გვეყოფა 14500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, შემდეგ პროცესი გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მაგრამ არჩევანი კეთდება მანამდე, ვიდრე მივა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა