თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერი გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის, კანონმდებლობით იკრძალება. აღნიშნულით მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმებთან კონრეტული წამლის დანიშვნის სანაცვლოდ შესაძლო გარიგებას და თანხის გადახდას გულისხმობს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს.

„ამ ტიპის კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის კანონმდებლობით იკრძალება. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ გარიგებას ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო პერსონალს შორის, რა თქმა უნდა, არ უშვებს და კრძალავს. თუ ასეთი შემთხვევა ჩვენ ყურამდე მოვიდა, ამაზე რეაგირება კანონმდებლობის ფარგლებში გვაქვს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, პროფესიული ჯგუფების აქტივობა და ის, რომ პრევენციულად მსგავსი შემთხვევები დაშვებული არ იყოს. საკმაოდ რთულია, ცალსახად ვისაუბროთ, რა ტიპის შემთხვევებათან გვაქვს საქმე და არის ეს პროფესიული კომუნიკაცია, თუ რაიმე რეალურად გადაცდომა ამ საკანონმდებლო ნორმებიდან. თუმცა, საყურადღებო საკითხია და ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო გარემო ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში საფუძვლიანად გადაიხედოს და ჯანდაცვის კომიტეტიც მზად არის იმისთვის, რომ ეს საკანონმდებლო პროცესი მალევე გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს