დავით ზალკალიანი - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

როდესაც ქვეყანა, ხელისუფლება და არამხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უნდა იყოს კონცენტრირებული იმ გამოწვევებთან, რაც არის დაკავშირებული პანდემიასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ზალკალიანის თქმით, განცხადებები, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან „მოვისმინეთ, ჩვენთვის არის რჩევა, როგორც მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორების“.

„იმ ფონზე, როდესაც რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, როდესაც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებასთან მიმართებაში, რუსეთის სამხედროს ყოფნის გაზრდა რეგიონში უკვე თვალსაჩინო არის, რომ ეს არის შედეგი, რომელიც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად. როდესაც ქვეყანა, ხელისუფლება და არამხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უნდა იყოს კონცენტრირებული იმ გამოწვევებთან, რაც არის დაკავშირებული პანდემიასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. ჩვენი მთავარი გამოწვევები არის ის გამოწვევები, რომელიც მე ჩამოვთვალე და რომელსაც ასევე მუდმივად იმეორებენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, ეს არის მათი რჩევა, რომ დროზე დასრულდეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა. როგორც ზალკალიანმა განმარტა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები ისეთი ავტორიტეტული და მთავარი სამონიტორი მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირი, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.

„ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი კომისრის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ასევე, მოვისმინეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა და ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადება. ამიტომ, კითხვის ნიშნები არ არის. საფრთხეების გამკლავება გულისხმობს იმას, რომ საქართველო, რომელიც არის დასავლელი პარტნიორების ერთადერთი და ყველაზე საიმედო პარტნიორი რეგიონში, მარტო ამ საფრთხეებს ვერ გაუმკლავდება, გამომდინარე იქიდან თუ რაოდენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათ შორის, მხედველობაშია პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ფინანსური რესურსის მოძიება და ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი ქმედითია ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარება. ეს არის სწორედ მათი ჩართულობა, სადაც გვინდა, ჩვენ გვინდა ჩართულობა დეოკუპაციასთან მიმართებაში, იგივე ჟენევის პროცესში, მთავარი აქტორი აშშ, ევროკავშირი, ეუთო, გაერო - სწორედ ამას გულისხმობს მათი ჩართულობა და საფრთხეებთან გამკლავება. იგივე, საუბარია ახალ ფორმატებთან „სამი პლუს სამი“, რომელთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ცალსახაა, რომ ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები რაიმე სახის პლატფორმებში გაერთიანებას არ განვიხილავთ. ამიტომ, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჩართულები ამ პროცესებში და პროცესებისგან იზოლირებული არ ვიყოთ, მაგრამ სანაცვლოდ ვთავაზობთ, მაგალითად, ახალ პლატფორმას - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი- თბილისი, როგორც დიალოგი და ამ პროცესში გვინდა, რომ ჩვენი პარტიორები იყვნენ შემოყვანილი. სწორედ ეს არის ერთობლივი მცდელობები, რაც ჩვენ დაგვეხმარება ამ საფრთხეების გამკლავებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა პარტნიორების მხრიდან არანაირ სანქციებს არ ელოდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა