საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია მე-3, მე-4 კვარტალში დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის მოსახლეობის საყოველთაო რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყება. თუმცა, როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, რეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება გეგმის მიხედვით, მე-3 -მე-4 კვარტალში შეეძლებათ.

„რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და იმის მოლოდინიც, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული იქამდე, როცა ვაქცინა შემოვა. მასიური, ფართო ვაქცინაციის ეტაპები, ჩვენი გეგმის მიხედვით, მე-3- მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიურია ამ ვაქცინების მიმართ. ჩვენ ჯერჯერობით 30%-ს ვერ ვხედავთ, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩართულია ვერც სამედიცინო პერსონალის მხრიდან. დღეს დავიწყეთ 65 წლის ზემოთ პირების რეგისტრაცია. ამ დილით დაიწყო პროცესი და ჯერ ცოტა ადრეა საუბარი. ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შევთავაზოთ ვაქცინაცია. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მე-3, მე-4 კვარტალში“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება სხვადასხვა ვაქცინის საქართველოში შემოსვლის ვადებს, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზების გარდა, საქართველოში აპრილიდან „სინოფარმის“ ვაქცინაც შემოვა, რასაც სხვა ვაქცინებიც დაემატება.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე „ფაიზერის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ დოზებზე ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. დღესაც არის ამასთან დაკავშირებით ჩანიშნული დამატებითი კონსულტაცია. ალბათ, ადევნებთ თვალს, რომ ძალიან არის ეს ორი ვაქცინა დაწინაურებული იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს. ასევე „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოჩნდა „ნოვავაქსი“ და მეორე კვარტლის ბოლოდან სავარაუდოდ, მისი მოწოდებაც შესაძლებელია დაიწყოს. ასევე „ჯონსონი&ჯონსონი“ მე-3 კვარტლიდან არის მოსალოდნელი, რომ „კოვაქსის“ პლატორფმიდან მივიღოთ. ეს არის სურათი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

„სინოფარმის“ ქვეყანაში შემოტანა იქნება უფრო მალე, აპრილის თვეშივე. ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და ბევრი სხვა ქვეყანა „სინოფარმს“ წარმატებით იყენებს და მილიონობით ადამიანია აცრილი. „სინოვაკს“ იყენებენ ჩვენი მეზობლები, თუმცა, ევროპის ქვეყნებში მისი აქტიური გამოყენება და არც მკაცრი მარეგულირებლებისგან მისი ავტორიზაცია, განსხვავებით „სინოფარმისგან“ ჯერჯერობით არ არის. თუმცა, კარგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია მალე მათი ავტორიზაციის შესახებ და ესეც დაემატება იმ მენიუს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა