სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი - ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული ნაპრალების გამო, სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის შეფასებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრული ნაპრალების გაჩენის გამო, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ადგილზე საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს, რაც დეტალურ შესწავლას და სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

„მშენებლობა უნდა შეწყდეს. საუბარი არ არის მხოლოდ გზის სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ საუბარია მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მოქმედებაზე. ნებისმიერი სახის ვიბრაციის წყარო უნდა გაჩერდეს. განაშენიანება უნდა გაჩერდეს მანამ, სანამ ტერიტორიასთან დაკავშირებით ამდენი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა სუხიშვილმა.

მისი თქმით, ადგილზე ნაპრალით გამოყოფილი ბლოკი გადაადგილდება.

„ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი, გადაადგილდება და მისი სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს. მეწყრის სისქე მდებარეობს დაახლოებით 16-20 მეტრის სიღრმეზე და არა 10 მეტრის, როგორც პირველადი შეფასების დროს გვეგონა. ვფიქრობთ, მიმდებარე ფერდიც გადადგილდება, რასაც ნაპრალით გამოეყო ეს ბლოკი. თუმცა, ამას ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეუბნებით, ეჭვი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოწვევა არა მარტო ბლოკთან გამკლავება, არამედ დანარჩენი ფერდის სტაბილიზაციაა“,-განაცხადა სუხიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა გადაზომვა, რომ გადაადგილების ზუსტი მიმართულება დადგინდეს.

„პირველადი დაკვირვებით, მეწყერი მაჭავარიანის ქუჩისკენ გადაადგილდება, ხევის მიმართულებითაც შეიძლება გადაადგილდებოდეს. საუბარია ხევზე, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას უერთდება“, - განაცხადა სუხიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს