„ტოიოტას” ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას ცენტრში სპეციალურ ფასად შეძლებენ

„ტოიოტას” ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას ცენტრში სპეციალურ ფასად შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართავენ, შეთავაზების პაკეტით - „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეცფასად“ სარგებლობას ისევ 90 ლარად შეძლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აღნიშნავენ, რომ Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის აღნიშნულ პაკეტზე სპეცფასი, ასევე, 90 ლარი იქნება, Toyota Corolla-ს მფლობელებისთვის - 110 ლარი, ხოლო Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები ამ ტიპის მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.

„აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ავტონაწილი და აქსესუარი, რომლის შეძენა ცენტრშია შესაძლებელი, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი წარმოების და სპეციალურად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებისთვისაა დამზადებული. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით კი, ნებისმიერი სახის სერვისზე, ავტონაწილსა და აქსესუარზე ცენტრში ფასები ისევ უცვლელია.

მომხმარებელი, რომელსაც სპეცშეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს და „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა