საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად WTO-ს წერილობით მიმართა

14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) ერთობლივი წერილით მიმართა, სადაც საუბარია WTO-ის სავაჭრო რეგულაციების მიღებასა და ბიზნეს სექტორთან სტრუქტურიზებული დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციები ყურადღებას ამახვილებენ მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბების საკითზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს მიაწოდონ კომპეტენტური და ობიექტური ინფორმაცია სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ამასთან, წერილში ასევე საუბარია, რეგულარული სავაჭრო დიალოგისა და კონსულტაციების ჩატარების საჭიროებაზე, რომლის მეშვეობითაც WTO-ს ექნება განახლებული ინფორმაცია ბიზნეს სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ასოციაციებმა WTO-ს შესთავაზეს ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და გამჭირვალობას. ონლაინ პლატფორმა შეასრულებს ერთგვარი ფორუმის ფუნქციას, სადაც მოხდება ნებისმიერი ქვეყნის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების მოლაპარაკება და კომუნიკაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ასოციაციები გამოვიდნენ ინიციატივით, WTO-ს მინისტერიალთა კონფერენციის ფარგლებში, ბიზნეს სამიტების ორგანიზების კუთხით, რაც მხარეებს შორის დიალოგს ხელს შეუწყობს და წაახალისებს.

ასევე, ზემოხსენებულ მიმართვაში, ბიზნეს ასოციაციები ყურადღებას ამახვილებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოსთვის ახალი მანდატის მინიჭების საჭიროებაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება იდენტიფიცირება, თუ რამდენად ინტენსიურია წევრი ორგანიზაციების კავშირი და კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან.

„14 ქვეყნის ბიზნეს ასოციაციაციასთან ერთად ჩვენ წერილობით მივმართეთ WTO-ს, სადაც ყურადღება გავამახვილეთ ბიზნესთან ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როცა საუბარია სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის წახალისებაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია კოვიდპანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის შექმნილი ბარიერების გამო, დღეს ბიზნეს სექტორი საჭიროებს მეტ დიალოგსა და კომუნიკაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო