ამირან გამყრელიძე - 65 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის ფანჯარა გაიხსნა, ნახევარ საათში 110-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა შემდგომ იკლო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პორტალზე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ფანჯარა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნა, პირველ ნახევარ საათში, ვაქცინა 110-მდე მოქალაქემ დაჯავშნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს 65 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციისთვის ფანჯარა გაიხსნა. ნახევარი საათი ვაკვირდებოდით და იყო დიდი აქტივობა. პირველ ნახევარ საათში 110- მდე შესვლა და დაჯავშნა დაფიქსირდა, მაგრამ შემდგომ მოიკლო. ახლა 406 ადამიანი იყო ახალი, აქედან 65 წელს ზემოთ 371. მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, რომ მხოლოდ პორტალით ნუ შემოიფარგლებიან, მათ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს მინდა ვთხოვო მიეხმარონ დარეგისტრირებაში. გარდა ამისა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ იმ 24 კლინიკაში მივიდნენ, სადაც არის ვირტუალური კაბინეტები და ადგილზე მიეხმარებიან მათ, ვისაც წინასწარ დაჯავშნა არ შეუძლიათ. იქ დააჯავშნინებენ შესაბამისად და ცოცხალი რიგიც იქნება. ამ კატეგორიის ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ისინი წარმოადგენენ რისკ ჯგუფს. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა აიცრან. დღეს 18:00 საათიდან კი მათ ექნებათ არჩევის საშუალება „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს