„ლელო“ იწყებს კამპანიას - „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები - თავისუფლებისთვის, შენი მომავლისთვის“

„ლელო“ იწყებს კამპანიას - „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები - თავისუფლებისთვის, შენი მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ინფორმაციით, „ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება.

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.

ამოამრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა, ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა.

„ლელოს“ კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა.

ამ კამპანიის ფარგლებში „ლელო“ იმუშავებს მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში... ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას.

„ლელო“ იწყებს აქტიურ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად. ჩვენი მხარდამჭერები, აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები კარდაკარ მივლენ ამ იდეის მხარდამჭერებთან, შეხვედრებზე საქართველოს რეგიონებსა და თბილისის უბნებში.

ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება.

ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ლელო“ იწყებს! შემოგვიერთდით!“ - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა