მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა “SOS ბავშვთა სოფელს”, ქველმოქმედების მიზნით 5000 აშშ დოლარი გადასცა

25 მარტს მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა “SOS ბავშვთა სოფელს", ქველმოქმედების მიზნით, $5000 გადასცა. HAVI ლოგისტიკი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიაა და მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს. HAVI მაკდონალდსის კორპორაციას 45 წელია, ლოგისტიკურ სერვისს უწევს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მან მაკდონალდს საქართველოსთანაც დაიწყო თანამშრომლობა.

ღონისძიება კახეთის გზატკეცილზე მდებარე მაკდონალდსის ახალ რესტორანში გაიმართა და როგორც “SOS ბავშვთა სოფლის” წარმომადგენელი აცხადებს, შემოწირულობა ბავშვების განათლებასა და სამედიცინო ხარჯებს მოხმარდება.

“SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“ უკვე 30 წელია, მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ეხმარება. პროგრამის ბენეფიციარები არიან 6-დან 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. ასოციაცია მათთვის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. ბავშვებს აღმზრდელები ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ზრდიან. მათ, ასევე, წვდომა აქვთ ყველანაირ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე და თავიანთი სურვილისა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სპორტულ და სახელოვნებო წრეზე დადიან. პროგრამა ჯამში 100-მდე ბავშვს ემსახურება.

გარდა ამისა, ასოციაცია თბილისსა და ზუგდიდში ოჯახის გაძლიერების პროგრამას ახორციელებს, ხოლო თბილისსა და ქუთაისში 24/7 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აქვს.

მაკდონალდსისა და HAVI ლოგისტიკისთვის საქველმოქმედო კამპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ისინი მრავალი წელია, სხვადასხვა საჭიროების მქონე ორგანიზაციებს აქტიურად უჭერენ მხარს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო