შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

პაპუაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რა სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს „გირჩთან“, თუმცა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს მათთან კომუნიკაცია აქვს.

„რაც შეეხება „გირჩს“, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. გუშინწინ მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, შემდეგი ნაბიჯი ისღა დარჩათ, რომ შემოვიდნენ და განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯსაც გადადგამენ. საუბარი მიმდინარეობს. არ არის დაკონკრეტება საჭირო, მაგრამ კონტაქტი არის. მე ამას მივაწერ სწორედ მათ გუშინწინდელ განცხადებას, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში შესვლას არცერთ პარტიას არ ეხვეწება.

„ჩვენ არავის ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ჩვენ გვადარდებს და ჩვენი ინტერესია ის ამომრჩევლები, რომლებმაც ამ პარტიებს დაუჭირეს მხარი, რომ მათი ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში. ამიტომ, ჩვენ ყველას ვესაუბრებით იმ მიზნით, რომ მათი ამომრჩეველი წარმოდგენილი იყოს პარლამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო