ალეკო ელისაშვილი - ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა მკლავჭიდის დაფა ჰგონიათ, სადაც მოწინააღმდეგეს აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მედიატორებმა დაინახეს ის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საერთშორისო პარტნიორებმა კარგად იციან საქართველოს რეალობა და კარგია, რომ დანიელსონი ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა.

„ეს ჩამოსვლა დამაიმედებელი არის იმით, რომ პატარა ბავშვები არავინ არის, დაინახეს ჩვენი რეალობა, ჩვენი გაჯიუტება, დაინახეს ის, რომ კომპრომისი ძალიან გვიჭირს და ისიც, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების მაგიდა ჰგონიათ მკლავჭიდის დაფა, სადაც აუცილებლად უნდა გადაუგრიხო ხელი მოწინააღმდეგეს. კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ ამ რეალობის სრული აღქმით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. რა იქნება არ ვიცი, ან რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა, მაგრამ მე ვიცი რა უნდა იყოს - უნდა იყოს ის, რომ 5 თვის თავზე უნდა დავასრულოთ ამ ქვეყნის წვალება და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მე ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მოხდება თუ არა კაცმა არ იცის.

წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს, როცა ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ „კომპრომისი არ არის სისუსტე“, „თქვენი პარტიის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენეთ“, „პასუხისმგებლობით შეხედეთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, „ერთადერთი, ვინც ამ გაჯიუტებით ხელებს იფშვნეტს და იცინის არის რუსეთი“ - ამის მეტი რა უნდა გვითხრან? წესით ძალიან უნდა გვრცხვენოდეს, რომ რეალური მზაობა უნდა გვქონდეს კომპრომისებისთვის, მაგრამ გაჯიუტებულები ვართ აგერ უკვე 5 თვეა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ მხარეებს აქვთ სურვილი ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, თუმცა, ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯის გადადგან წინ, წავიდნენ კომპრომისზე, ელისაშვილი ამბობს, რომ „შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია ვინც იქ ვსხედვართ“.

„მეც ვიბრალებ, რომ ამაში ვარ დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება. ეს ხომ ჩვენი შექმნილი კრიზისია, იმიტომ, რომ ზოგი თავისი სიტყვის მძევალია, ზოგი თავისი ამბიციების, ზოგს სხვა ინტერესები აქვს თავში ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ვინმე ზარალდება, ზარალდება ქვეყანა და ხალხი. ეს უნდა დავასრულოთ და ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა