მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს გადატვირთვა გადის რიგგარეშე არჩევნებზე

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით უნდა მოხდეს.

„ლელოს საქართველოსთვის“ იწყებს ფართომაშტაბიან აქციას. ჩვენ გამოვედით ქუჩაში ხალხთან, რათა მოვისმინოთ მათი აზრი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იქნება გამოკითხვა და ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მაშტაბით. მთელი პარტია არის მობილიზებული და ასეთი შტაბები იქნება განლაგებული ყველა ქალაქსა და რაიონში იმისათვის, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას იმ ხალხის აზრი და პოზიცია, რომელსაც ასე ცხოვრების გაგრძელება არ უნდა.

ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისშია. ასევე ჩავარდა ვაქცინაციის პროგრამა, იმიტომ, რომ ადამიანები არ ენდობიან მათ განხორციელებულ ამა თუ იმ პროგრამას. ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა. გადატვირთვა ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით.

დღეს ისევ დგას თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვის საკითხი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ისე როგორც არასდროს, დღეს არის მნიშვნელოვანი ყველა მოქალაქის ხმის გაგონება და პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ „ლელო“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიდეთ თითოეულ ამომრჩევლამდე. ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემოქმედებით საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს მოვუწოდებ, რომ დაგვიდგნენ ამ წამოწყებაში გვერდით, რადგან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ერთიანი ძალისხმევით კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს გადატვირთვა გადის რიგგარეშე არჩევნებზე“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო