მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების და სენატორების განცხადებები, ასეთი მკაცრი და მკვეთრი შეფასება დიდი ხანია ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა

ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების და სენატორების განცხადებები და ასეთი მკაცრი და მკვეთრი შეფასება დიდი ხანია საქართველოს და ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენები და სენატორები მკვეთრად აფიქსირებენ იმ პოზიციას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება სჭირდება.

„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების და სენატორების „ უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს არა მარტო შიდა პრობლემა, არამედ გეოპოლიტიკური პრობლემაა. ისრაელში უკვე მეოთხე არჩევნები ტარდება და ჩვენ ვკამათობთ იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზის დროს გვჭირდება თუ არა ქვეყანაში არჩევნები. თვითონ ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი დემოკრატიის განვითარებისთვის. ამიტომ გადატვირთვა არის რიგგარეშე არჩევნებში. თქვენ ნახავთ ამ პროცესის გაგრძელებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, ეს იქნება დეპუტატები ევროკავშირის ქვეყნებიდან თუ პოლიტიკოსები ამერიკიდან. ისინი მკვეთრად აფიქსირებენ იმ პოზიციას, რომ საქართველოს სჭირდება დემოკრატიული განვითარება და სჭირდება სასწრაფოდ მისი გამოკვეთა ევროატლანტიკური მიმართულებით“, - განცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერში მეტი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე ყოველთვის ნაწილდება ორივე მხარეზე, მაგრამ გადამწყვეტი ხმა ხელისუფლებას ეკუთვნის, იმიტომ, რომ მას ის ბერკეტები გააჩნია, რომლითაც ქვეყანას გამოიყვანოს ამ შექმნილი კრიზისიდან“ , - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ამასთან, სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ. ჯონსონის განცხადებით, ამ დავის გადაწყვეტა მარტივი არ არის, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ამ პარტიების გასაკეთებელია, რადგან არავინ განახორციელებს ზეწოლას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო