„ალდაგში“ აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო

„ალდაგში“ აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, ფერმერებს, რომლებიც თავის მოსავალს ალდაგში დააზღვევენ, შეძლებენ, უსწრაფესად მიიღონ ანაზღაურება და მალევე აღიდგინონ დანაკარგები, თუ მოსავალი ბუნებრივი მოვლენებისგან დაუზიანდათ.

„ალდაგი“ ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ფერმერებს სხვადასხვა კულტურის შემთხვევაში დაზღვევის თანხის 50 -70%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს, მათ მოუწევთ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა, რაც საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის დაზღვევას.

მათივე ინფორმაციით, ფერმერებს საშუალება აქვთ, მოსავალი დააზღვიონ ყველაზე გავრცელებული რისკებისგან, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსების შემთხვევაში - საშემოდგომო ყინვა.

„ათწლეულების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის რისკების გასანეიტრალებლად ყველაზე შედეგიანი, ფინანსურად გამართლებული და მარტივი გზა აგროდაზღვევაა. აგროდაზღვევა ფერმერს საშუალებას აძლევს იფიქროს არა მხოლოდ ფინანსური დანაკარგების ანაზღაურებაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამიტომ დაზღვევა ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალია“, - განაცხადა „ალდაგის“ აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა ივანე ბუჯიაშვილმა.

ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ სხვადასხვა კულტურა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი დაზღვევა შეიძლება 3 წლით.

„ალდაგში“ აგროდაზღვევის უპირატესობა კონკურენტული ფასი, ყველაზე სწრაფი ანაზღაურება და მომსახურების ხარისხია. მხოლოდ აგროდაზღვევის მიმართულებით ალდაგს ფერმერებისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა